სიღნაღი  ყველაზე  გამორჩეულია  საქართველოს  იმ  ქალაქებს  შორის, სადაც   ცოცხლად   არის   დაცული   უძველესი   ძეგლები.   იგი   მდებარებს საქართველოს  დედაქალაქ  -  თბილისიდან  აღმოსავლეთით,  სულ  რაღაც 117  კმ-ზე,  რომელიც  ყოველთვის  იყო  მოვლენათა  ცენტრში.  ცნობილი მეფე ერეკლე II-ს მიერ 1772 წელს დაარსებული მისი კულტურის უძველესი ძეგლი  –  მონუმენტალური  ციხესიმაგრე  ძალიან  ექპრესიულია.  ოცდასამი კოშკი და შვიდი ჭიშკარი ქმნის ქალაქის გალავანს, რომელიც გადაჭიმულია 4.5  კილომეტრზე  და  მოიცავს  ქალაქში  არსებულ  შუასაუკუნეების  სხვა მონუმენტებსაც.

უნიკალურად   დაგეგმილი   ტერასული   არქიტექტურა   სრულყოფილად ერგება  სიღნაღის  შემაღლებულ  ლანდშაფტს.  ძირითადად  მე-18  და  19-ე საუკუნეში  აგებული  შენობები  ასახავს  იმ  ეპოქის  მოთხოვნებს.  თხელი  ქართული  აგურით  ნაშენი  ორ  ან  სამსართულიანი  სახლების  პირველი სართულები    განკუთვნილი    იყო    სხვადასხვა    სახის    მაღაზიებისა    და სახელოსნოებისათვის   (ჯერ   კიდევ   პოპულარულია   მაღალი   ხარისხის ტყავის  წარმოების,  სამჭედლოების,  ხალიჩების  ქსოვის  და  კერამიკული ნაკეთობების გამო). ვიწრო, მოკირწყლული ქუჩები კვეთენ მთის ფერდობებს და   მნახველებს   თავლწინ   წარმოუდგებათ   შესანიშნავი   შენობები   ხის ორნამენტებიანი    აივნებითა    და    კრამიტის    სახურავებით,    უნიკალური დეკორატიული განლაგებით და მომრგვალებული ფანჯრებით.თბილისისგან  განსხვავებით  სიღნაღში  არ  არის  შიდა  ეზოები  ყველა მხრიდან  გარშემორტყმული  აივნებით.  სახლები  გვერდი-გვერდ  დგას  ქუჩის გასწვრივ,  რაც  ქმნის  დასრულებულ  დასახლებულ  ერთობლიობას.  ეგრედ წოდებული “მეხუთე ფასადი” ანუ სახურავები ხელს უწყობს სიღნაღის იმიჯის განსაზღვრას. უამრავი გამოჩენილი ქართველი, რომელთა ცხოვრებამ და შემოქმედებამ დიდი  გავლენა  იქონია  ქვეყნის  ისტორისაა  და  კულტურაზე,  სიღნაღის მკვიდრნი  იყვნენ.  მათ  შორის  არიან  კომპოზიტორი  ვანო  სარაჯიშვილი, ფილოსოფოსი და მწერალი სოლომონ დოდაშვილი, პოლიტიკური მოღვაწე სანდრო  მირიანაშვილი  და  სხვა  მრავალი.  თუმცა,  ყველაზე  ცნობილი ქართველი,   რომელიც დაიბადა   სიღნაღის   რაიონში,   პატარა   სოფელ მირზაანში,   იყო   საერთაშორისო   დონეზე   აღიარებული   პრიმიტივისტი მხატვარი ნიკო ფიროსმანიშვილი. ქალაქი    სიღნაღი    ყოველთვის    პოპულარული    იყო    ტრადიციული ხალხური ხელობებით: ტყავის წარმოება, ხეზე ჭრა, მჭედლობა, ხალიჩების ქსოვა  და  კერამიკული  ნაკეთობების  დამზადება.  ხალიჩების,  ნოხებისა  და გობელენების დამზადება ერთ-ერთი უძველესი ტრადიციაა, რომელსაც ჯერ კიდევ აქტიურად მისდევენ სიღნაღში.

საქართველო  ღვინის  აკვანია  და  ათასწლეულების  მანძილზე  ხდებოდა მეღვინეობის უძველესი ტრადიციების დახვეწა და დამუშავება სიღნაღსა და მის  შემოგარენში.  სიღნაღი  თავისი  მრავალფეროვანი  სასტუმროებითა  და სასტუმრო სახლებით იდეალური ადგილია ღვინის აკვნის, კახეთის მდიდარი ზვრების  აღმოსაჩენად.  საქართველო  ამაყობს  ყურძნის  500-ზე  მეტი  ჯიშით –  უფრო  მეტი  ვიდრე  სადმე  სხვაგან  მთელ  მსოფლიოში.  კახეთში,  მრავალ სოფელს  გააჩნია  თავისი  საკუთარი  უნიკალური  სახეობა,  თუმცა  ყველაზე გავრცელებულია: რქაწითელი, კახური მწვანე, ხიხვი, ქიცი, საფერავი. ბოლო   დროს   განხორციელებულმა   განახლებებმა   სიღნაღი   მოაქცია ტურისტების  ყურადღების  ცენტრში  –  უამრავი  საგანმანათლებლო  ტური, თანამედროვე დასასვენებელი საშუალებები, დელიკატური სამზარეულო და მშვენიერი ღვინო.

Sighnaghi.jpgDSC_0035.JPGsig 5.jpgDSC_0023.JPGDSC_0028.JPGDSC_0057.JPG

Add comment


Security code
Refresh

: